საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2021 „ტექნოლოგიის მომავალი ლიდერები“

თუ ხართ ცნობისმოყვარე, კრეატიული და მოგწონთ ტექნოლოგიებთან მუშაობა, ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი ჯეოლაბთან ერთად, გაძლევთ საერთაშორისო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას.

 ცხადდება მიღება საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში "ტექნოლოგიის მომავალი ლიდერები", რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თინეიჯერებს ევროპის მასშტაბით, სრულიად უფასოდ.

საზაფხულო სკოლის კურსები შემუშავებულია გამოცდილი ლექტორების მიერ და თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ სემინარებსაც მოიცავს. უფრო მეტიც, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ქართველ და ევროპელ თინეიჯერებს აძლევს საშუალებას გაიცნონ ერთმანეთი, გაუზიარონ შეხედულებები და კულტურული მრავალფეროვნებები.

პროგრამა

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან კურსებს შემდეგ მიმართულებებში:

· Graphic design - Adobe Photoshop
· Graphic design - Adobe illustrator
· UI/UX design - web design
· UI/UX design - Mobile design
· Unity
· Technical and Creative conceptualisation
· STEM activities using micro controller
· Front end web development HTML, CSS

მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც ერთი, რამდენიმე ან ყველა მითითებული კურსი.

აღნიშნული კურსი ორიენტირებულია შედეგზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის კონსტრუირებას და მონაწილეთათვის ქმედითი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის გადაცემას.

ძირითადი ინფორმაცია

ორგანიზატორები: ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი და ჯეოლაბი

ხანგრძლივობა: 2021 წლის  23 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 16 აგვისტო

სამუშაო ენა: ინგლისური

ასაკი: 13-19 წელი (თინეიჯერები)

პანდემიიდან გამომდინარე, საზაფხულო სკოლის სემინარები გაიმართება ვირტუალურ სივრცეში Google classroom-ის პლატფორმაზე.

თარიღი: 27/07/2021